Saturday, October 3, 2015

ინტელის სასწავლო კურსის შეჯამება

  ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, რადგან საფუძვლიანად გავეცანი სწავლების სხვადასხვა მეთოდებს, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
    შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა და რუბრიკების განხილვა. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  .შევქმენი მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
 ქალბატონ ქეთევანს ვუსურვებ ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს.            

ტრენინგის მეცხრე დღე

1. გამეორება
2. პროექტების პრზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში-გვერდები, HTML გაჯეტი
4. ტრენინგის შეჯამება

   განვლილი მასალა საფუძვლიანად   გავიმეორეთ,    ტრენინგში მონაწილე  ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი და მოხდა პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტებიდან ზოგიერთი მასწავლებლის აზრი მომეწონა, რომელსაც დავნერგავ მომავალში.
   ვისწავლეთ პროექტების წერა და ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში,  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

1.გამეორება
2. ფალსილიტაციის რესურსის შექმნა
3.პროექტის პორტფოლიოს გადახედვა
4. ბლოგზე ატვირთვა-გაჯეტი-სიის გაჯეტი

     გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა, ვისწავლეთ ფასილიტაციის შექმნა მოსწავლეთათვის,რაც დაგვეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში გავაკეთეთ აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის ავტვირტეთ საქაღალდე Word-ში და მივაბით ჩვენს ბლოგს.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმის მუშაობა
       მოვახდინეთ წინა დღეს  შესწავლილი მასალის გამეორება. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში., შევავსე მოსწავლის საჭიროების  გასათვალისწინებელი გრაფები და ნიჭიერ  და სუსტ მოსწავლეების დავალებები. გავანაწილე მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. აღვწერე პროექტის გეგმის პროცედურები. გავანაწილე კლასი ორ ჯგუფად და მივეცი შესაბამისი დავალებები. მოახდინეს მოსწავლეებმა მიცემული დავალებების შესრულება, მოიძიეს  ინფორმაციები და ბოლოს მოახდინეს პრეზენტაცია, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

1.გამეორება
2.მოსწავლის პრეზენტაცია
3.მოსწავლისპროექტების შეფასება და რუბრიკები
4.პროექტის გეგმების გადახედვა და  საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება
        გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.მოვამზადეთ პრეზენტაცია მოსწავლის.დავწერეტ პროცედურები დაწვრილებით,სათაური, პრობლემა, მიზანი, პროექტის მიმდინარეობა,, კვლევის შედეგები დიაგრამებით, პრობლემის გადაჭრის გზები და მივანიშნეთ გამოყენებული ლიტერატურა. მოვახდინეთ პროექტის შეფასების რუბრიკის შენუშავება და განმავითარებელი და განმსაზღვრელი კომენტარების დაწერა. შევქმენი პროექტის შესაბამისი სლაიდები.დავიწყე ჩემი პროექტის გეგმის შემუშავება შემდეგი ტრენინგისათვის..

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

1.გავიმეორე
2.საავტორო უფლებები და გამოყენებიდან ლიტერატურული შაბლონები
3.ურთიერთშეფასება- კომენტარი ბლოგზე.
4.მუშაობა ბლოგში  გაჯეტებით
      გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გავარკვიეთ საავტორო უფლებები და ლიტერარურული შაბლონები, სურათების ჩასმა, ფონების წაშლა-აღდგენა, სათაურის ჩასმა.შევქმენით მოსწავლის ბლოგი, ვიმუშავეთ გაჯეტებით.

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1გამეორება
შეფასების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა
3.დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
     გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.  გავეცანით შეფასების  გეგმას დროის სხვადასხვა პერიოდში  მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროების შეფასება პროექტის დაწყებამდე.   ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია.. გავაკეთეტ სლაიდები პროექტის გეგმაში და ვიმუშავეთ ბლოგში. მოვახდინეთ სურათების ჩასმა ფორმატში,ფონის შეცვლა,, ფაილის წაშლა-აღდგენა, სათ.აურის გაკეთება მიღებულ ცოდნას  და  გამოცდილებას გამოვიყენებ მოსწავლეებთან საინტერესო პროექტებისა და გაკვეთილების წარმართვაში, რადგან უფრო მოტივირებული იყოს გაკვეთილები.